იურგენ კლოპი იანვარში სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას გეგმავს
იურგენ კლოპი იანვარში სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას გეგმავს

იურგენ კლოპი აცხადებს, რომ იანვრის ტრანსფერს „ლივერპული“ გაძლიერებისთვის გამოიყენებს, რათა ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. მერსისაიდულმა გუნდმა ბოლო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმების გამო მოისაკლისა, მათ შორის მცველები ჯოელ მატიპი და ჯო გომესი, რომლებიც იანვრის შუა რიცხვებამდე ვერ ითამაშებენ.

მართალია მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ნახევარმცველი ნაბი კეიტა უკვე ოთხშაბაბათს ითამაშებენ ნიუკასლის წინააღმდეგ, თუმცა კლოპი მაინც აპირებს, რომ თავის სატრანსფერო სტრატეგიას გადახედოს.

„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს, თუმცა მოულოდნელობისგან დაზღვეული არავინაა. სწორედ ამიტომ მაქვს ყოველთვის კარი ღია“, – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

ამჟამად, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, ლივერპული ერთპიროვნული ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ ოთხი ქულით უსწრებს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს, აქ მერსისაიდული გუნდი მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.