იურგენ კლოპი - ჰავერცი და ვერნერი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან
იურგენ კლოპი - ჰავერცი და ვერნერი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან

„ლივერპულის“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ბუნდესლიგის ორი მოთამაშე – „ლევერკუზენის“ ნახევარმცველი კაი ჰავერცი და „ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი შეაქო.

„პლანეტაზე ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგალითად, ვერნერი და ჰავერცი – შესანიშნავი ფეხბურთელები არიან“, – განაცხადა Sky Germany-სთან ინტერვიუში ლივერპულელთა ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა.

ტიმო ვერნერის ტრანსფერის შესახებ პრესაში ბევრი იწერება, თუმცა, დღეს „ლაიპციგის“ დირექტორმა, ოლივერ მიტცლაფმა განაცხადა, რომ ტიმო ვერნერის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს.