იურგენ კლოპი - გპირდებით, „ლივერპული“ უკეთესი გუნდი გახდება
იურგენ კლოპი - გპირდებით, „ლივერპული“ უკეთესი გუნდი გახდება

„ლივერპულმა“ ცოტა ხნის წინ ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა, შარშან კი „ჩემპიონთა ლიგის“ თასს დეუფლა.

უკვე ლეგენდად ქცეული მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია და „ლივერპული“ უფრო დიდ სიმაღლეზე ავა.

„უკანასკნელი 13 თვე ჩვენთვის განსაკუთრებულია. გასული სეზონი ჩემი საფეხბურთო კარიერისთვის სრულიად გამორჩეული პერიოდი იყო , – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal. – სტაბილურობა, რომელიც ბიჭებმა აჩვენეს, დაუჯერებელია.

ჩვენ არ გავჩერდებით. საჭიროა, რომ კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. გპირდებით, „ლივერპული“ უკეთესი გუნდი გახდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად ყველაფერს მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ უკეთესები გავხდებით“, – ამბობს მერსისაიდელების გერმანელი მთავარი მწვრთნელი.