იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელობაზე უარს არ ამბობს #1TVSPORT

21:20, 06.01.2023
BRENTFORD, ENGLAND - JANUARY 02: Juergen Klopp, Manager of Liverpool, looks on prior to the Premier League match between Brentford FC and Liverpool FC at Brentford Community Stadium on January 02, 2023 in Brentford, England. (Photo by Ryan Pierse/Getty Images)

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გერმანიის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე სავარაუდო დანიშვნის შესახებ ილაპარაკა. გერმანელი სპეციალისტი აცხადებს, რომ მზად არის გახდეს ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი.

„გამორიცხული არ არის, რომ ოდესღაც გავხდები გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვეს, ახლა კი ასე არ არის.

და თუ „ლივერპულიდან“ წავალ, ერთი წლის განმავლობაში არაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა კლოპმა.

გერმანელი „ლივერპულს“ 2015 წლიდან ავარჯიშებს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი