იურგენ კლოპი გერმანიაში ახალ საფეხბურთი ლიგას ქმნის #1TVSPORT
იურგენ კლოპი გერმანიაში ახალ საფეხბურთი ლიგას ქმნის #1TVSPORT

„ლივეპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გერმანიაში ახალი საფეხბურთო ლიგის შექმნაზე მუშაობს, – ამის შესახებ წერს გაზეთი Bild-ი.

წყაროს ცნობით, კლოპი აპირებს შექმნას U21 ლიგა, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მიიღონ გამოცდილება ბუნდესლიგაში გადასვლის წინ. გერმანელ სპეციალისტს ამ პროექტის განხორციელებაში რამდენიმე ადამიანი ეხმარება, მათ შორის გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სამი ხედირა. აღნიშნავენ, რომ 21-წლამდელთა ლიგის შექმნის იდეა იქიდან გამომდინარე დაიბადა, თუ რამდენად უჭირთ ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეებს გუნდების ძირითად შემადგენლობებში მოხვედრა.

ორგანიზატორების აზრით, ამჟამინდელი სისტემის ნაკლზე მიუთითებს რამდენიმე მომენტი: მხოლოდ ცხრა გერმანული აკადემია შედის ევროპაში 100 ყველაზე პროდუქტიული აკადემიის სიაში, TOP-5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან ბუნდესლიგას ყველაზე ცოტა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც საკუთარ სისტემაში გაიზარდნენ, აგრეთვე, ბუნდესლიგაში სათამაშო დროის 85 პროცენტი ეკუთვნით იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ადგილობრივი აკადემიები არ გაუვლიათ.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის კლოპი კომპანია „რედ ბულში“ საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელია.