იურგენ კლოპი ფლორიან ვირტცის ტრანსფერით აღფრთოვანებულია #1TVSPORT

08:30, 22.06.2025

გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა აღფრთოვანება ვერ დამალა „ლივერპულში“ ფლორიან ვირტცის ტრანსფერით. ინგლისელებმა ნახევარმცველი „ლევერკუზენიდან“ 100+16 მილიონ ფუნტად შეიძინეს.

„ეს დაუჯერებელი იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. „ლივერპული“ ფანტასტიკური გუნდია, რომელიც უკვე გასულ სეზონში იყო ბრწყინვალე. ასეთი შემადგენლობის გაძლიერება ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემპიონი ხარ. მაგრამ „ლივერპულმა“ ეს შეძლო.

მათ გაიფორმეს ფლორიან ვირტცი – ნამდვილად გამორჩეული ტალანტი. მოუთმენლად ველოდები, რომ ის მინდორზე ვნახო. ეს ძალიან მაგარი იქნება“, – განაცხადა „ლივერპულის“ ყოფილმა დამრიგებელმა ტელეკომპანია RTL-თან ინტერვიუში.

მსგავსი