იურგენ კლოპი – ეს ტიტული კენი დალგლიშის და სტივენ ჯერარდისაა
MADRID, SPAIN - JUNE 01: Jurgen Klopp, Manager of Liverpool acknowledges the fans in celebration after the UEFA Champions League Final between Tottenham Hotspur and Liverpool at Estadio Wanda Metropolitano on June 01, 2019 in Madrid, Spain. (Photo by Michael Regan/Getty Images)
„ლივეპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი ემოციები ვერ დამალა მისი გუნდის ვადაზე ადრე გაჩემპიონების შემდეგ.
„ეს დაუჯერებელია. ეს ჩემპიონობა გაცილებით დიდია, ვიდრე მე წარმომედგინა. ვიცი, რამხელა მხარდაჭერა გვქონდა კენი დალგლიშისგან და ეს ტიტული მისია. ის ამას 30 წელი ელოდა, ისევე როგორც სტივენ ჯერარდი. ბიჭები აღფრთოვანებულები არიან თქვენით და გუნდის მოტივირება იოლია თქვენი შესანიშნავი ისტორიის წყალობით.
ეს არის ჩემი მოთამაშეების დაუჯერებელი მიღწევა და მე ძალიან მიხარია, რომ მათი მწვრთნელი ვარ. ჩემი მოლოდინი არ ყოფილა 30 წელი, მე მხოლოდ ოთხნახევარი წელი ველოდი ამ ტიტულს, მაგრამ ეს მაინც უდიდესი მიღწევაა ჩემთვის, განსაკუთრებით იმ სამთვიანი პაუზის შემდეგ, რადგან არავინ იცოდა, გავაგრძელებდით თუ არა თამაშს იგივე შემართებით.
დღეს „ლივერპულის“ გულშემატკივართა დღეა. მე იმედი მაქვს, რომ შინ რჩებით. პანდემია ჯერ დამთავრებული არ არის, ამიტომაც ამ მომენტით სახლებში დატკბით. ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება“, – თქვა კლოპმა.
„ლივერპულმა“ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. სულ ამ გუნდს 19 გამარჯვება აქვს პრემიერლიგაში.