იურგენ კლოპი ერთი წელი დასვენებას აპირებს
იურგენ კლოპი ერთი წელი დასვენებას აპირებს

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დატოვებს ინგლისურ კლუბს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. ამის შესახებ წერს „იესპიენი“ (ESPN). წყაროს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი არ გააგრძელებს კონტრაქტს მერსისაიდელებთან და არც სხვა კლუბში გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას. კლოპს ერთწლიანი პაუზის აღება აქვს განზრახული.

51 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ხელშეკრულების გაგრძელებაზე ზრუნავს.

მერსისაიდულ გუნდში კლოპი 2015 წლიდან მუშაობს. ამ სეზონზე „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აგრეთვე მეორე ადგილი დაიკავა პრემიერლიგაში – ერთი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“.