იურგენ კლოპი - ერთა ლიგა სრული სიგიჟეა #1TVSPORT
იურგენ კლოპი - ერთა ლიგა სრული სიგიჟეა #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ერთა ლიგის შესახებ ისაუბრა და ტურნირს უაზრობა უწოდა.

„ერთა ლიგა – სრული სიგიჟეა, უაზრობაა. როცა ერთა ლიგა ყალიბდებოდა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნება სრულიად უაზრო ტურნირი. ყველა საფეხბურთო ასოციაცია მონაწილეობს ამ საქმეში და საზღაურის გაღება მოთამაშეებს უწევთ. არ შეიძლება ასე მოქცევა. მსგავსი სიხარბე ფეხბურთელებზე აისახება.

არ ვიცოდი, რომ მესამე ადგილისთვისაც ტარდებოდა მატჩი, რომელსაც არანაირი აზრი არ გააჩნია“, – მოჰყავს გერმანელი სპეციალისტის სიტყვები  Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთა ლიგის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთი დაამარცხა – 2:1.