იურგენ კლოპი – დაუჯერებელია, რამდენად აგრესიულები არიან ანტივაქსერები, როგორ დარწმუნებულნი არიან ყველაფერში და სხვებზე მეტი იციან #1TVSPORT

16:34, 19.12.2021
MANCHESTER, ENGLAND - JANUARY 03: Josep Guardiola, Manager of Manchester City and Jurgen Klopp, Manager of Liverpool give their team instructions during the Premier League match between Manchester City and Liverpool FC at the Etihad Stadium on January 3, 2019 in Manchester, United Kingdom.  (Photo by Shaun Botterill/Getty Images)

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან ნეგატიურად არის განწყობილი ანტივაქსერების მიმართ. გერმანელი სპეციალისტი უკმაყოფილოა იმათი მოქმედებით, ვინც უარს ამბობს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე. კლოპს მიაჩნია, რომ ვაქცინის მიღება ყველას მორალური ვალია, რადგან სწორედ ასე შეიძლება გარშემო მყოფთა დახმარება.

„მორალური თვალსაზრისით, ეს აუცილებელი უნდა იყოს ყოველი ადამიანისთვის. ეს დარმუნების საკითხია. თუ მე ვაკეთებ რაღაცას და ეს ეხმარება ჩემს გარშემო მყოფ ხალხს, მაშინ ეს ჩემთვის აუცილებელია. ცხადია, ზოგიერთი ადამიანი ამას სხვაგვარად ხედავს. 54 წლის ვარ და მართლაც მჯერა, რომ შემიძლია ადამიანები დავარწმუნო საქციელის სისწორეში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული. დაუჯერებელია, რამდენად აგრესიულები არიან ანტივაქსერები, როგორ დარწმუნებულნი არიან ყველაფერში და სხვებზე მეტი იციან. ეს მართლაც ძალიან რთულია“, – განაცხადა კლოპმა.

მსგავსი