იურგენ კლოპი - ჩვენ არ შევიცვლებით, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს
იურგენ კლოპი - ჩვენ არ შევიცვლებით, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „სკაი სპორტსთან“ ინტერვიუში მერსისაიდული კლუბის მომავლის შესახებ ისაუბრა.

„ჯერ ერთი, ჩვენ შეცვლას არ ვაპირებთ. ჩვენი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ ჩვენი მეტოქეები. ამიტომ, წარმოდგენა არა მაქვს, მომავალში რა გველის. ამავე დროს, ჩემი გუნდი ჯერ შემდგარი პროდუქტი არ არის. ჩვენ ბევრ რამეზე გვაქვს სამუშაო და აუცილებლად ვიუშავებთ“, – ამბობს კლოპი.

ამჟამად, ინგლისის პრემიერლიგაში 29 ტურია ნათამაშევი. „ლივერპული“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებს.