იურგენ კლოპი - „ჩემმა გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“
იურგენ კლოპი - „ჩემმა გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“

„ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, იურგენ კლოპმა კი თავის ფეხბურთელებს გამარჯვებისადმი ლტოლვა და ჟინი შეუქო.

„ნორვიჩ სითისა“ და „საუთჰემპტონის“ დამარცხების შემდეგ, მერსისაიდელებმა პირველ ორ მატჩში მათსავით დაუმარცხებელ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლეს და 3-1 მოიგეს.

„ჩემი გუნდისგან ბრწყინვალე თამაში ვიხილე და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა კლოპმა მატჩის შემდეგ, – „ეს იყო ენერგიითა და ვნებით აღსავსე თამაში, რაც „არსენალის“ მსგავს მეტოქესთან აუცილებელია“.

პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ჟოელ მატიპმა გახსნა, მეორეს დასაწყისში კი მოჰამედ სალაჰმა დუბლი დაუმატა და „ლივერპულმა“ 3-0 წაიყვანა. მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე, ლუკას ტორეირამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა მეტის გაკეთება „მეთოფეებმა“ ვერ შეძლეს.

სამი ტურის შემდეგ „ლივერპული“ პირველ ადგილზეა და ხუთი ქულით უსწრებს შარშანდელ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“, თუმცა ეს უკანასკნელი თავის მესამე მატჩს დღეს გამართავს და მოგების შემთხვევაში ჩამორჩენას ორ ქულამდე შეამცირებს.

„ბორნმუთსა“ და „სიტის“ შორის მატში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.