იურგენ კლოპი - „არსენალთან“ წაგება კარგია, რადგან სათანადო დასკვნების გამოტანის საშუალება გვექნება
იურგენ კლოპი - „არსენალთან“ წაგება კარგია, რადგან სათანადო დასკვნების გამოტანის საშუალება გვექნება

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლონდონის „არსენალთან“ პრემიერლიგის 36-ე ტურში განცდილი მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ორჯერ დავკარგეთ კონცენტრაცია. გატანილი გოლის შემდეგ პაუზა გავაკეთეთ, არადა მანამდე არაჩვეულებრივად ვთამაშობდით. კარში დარტყმების შეფარდება იყო 24-3 ჩვენს სასარგებლოდ. დაუჯერებელია, მაგრამ „არსენალის“ ორმა მომენტმა გადაწყვიტა ამ მატჩის ბედი. სხვა შანსები მათ უბრალოდ არ ჰქონიათ. აქედან ჩვენ გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ და ამ მხრივ ეს წაგება კარგიც არის“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები ბი-ბი-სის (BBC).

შეგახსენებთ, რომ მატჩი „არსენალსა“ და „ლივერპულს“ შორის, რომელიც ლონდონში 15 ივლისს გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

ანგარიში მე-20 წუთზე სადიო მანემ გახსნა, თუმცა ალექსანდერ ლაკაზეტმა და რეის ნელსონმა პირველივე ტაიმში მოახერხეს მატჩის შემოტრიალება.