იურგენ კლოპი არ დათანხმდა მომავალ სეზონში „ბარსელონას“ გაწვრთნას #1TVSPORT
იურგენ კლოპი არ დათანხმდა მომავალ სეზონში „ბარსელონას“ გაწვრთნას #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი უარს იტყვის „ბარსელონას“ გაწვრთნაზე მომდევნო სეზონში, – იტყობინება Catalunya Radio.

წყაროს ცნობით, კლოპმა გამორიცხა მომდევნო სეზონში „ბარსელონას“ გაწვრთნა, რადგან „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ დასვენება სურს. აღნიშნავენ, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს ვერც „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ზარი და ვერც სხვა კლუბიდან წინადადება.

შეგახსენებთ, ჩავიმ და კლოპმა გამოაცხადეს, რომ დატოვებენ „ბარსელონასა“ და „ლივერპულს“ 2023-24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ.

კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან ავარჯიშებს.