იურგენ კლოპი - 70 ქულა შესანიშნავი სტატისტიკაა, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა
იურგენ კლოპი - 70 ქულა შესანიშნავი სტატისტიკაა, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში საკუთარი გუნდის ლიდერობასა და ჩემპიონობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

მერსისაიდელებმა უკანასკნელი შეხვედრა „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ ჩაატარეს და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს. შედეგად, „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში უახლოეს მდევარს „მანჩესტერ სიტის“ 19 ქულით გაასწრო.

„მე კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმით, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ, – ციტირებს „ბიბისი“ იურგენ კლოპს. – დაგვეწევა ვინმე სატურნირო ცხრლში? წარმოდგენა არა მაქვს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ.

წინ, ინგლისის ჩემპიონატის ნახევარია. დიახ, ჩვენ 70 ქულა გვაქვს და 19 ქულით გავუსწარით „სიტის“, შესანიშნავი სტატისტიკაა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გარწმუნებთ, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ტიტული ჯერ არ მოგვიპოვებია.

რეკორდები, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს. მახსოვს, რომ ჩემმა „დორტმუნდმა“ ქულების რეკორდით ბუნდესლიგაში ყველას აჯობა, მაგრამ უკვე მომდევნო წელს „ბაიერნმა“ ეს როკორდი მოხსნა“.