იურანოვიჩის თქმით, ხორვატებს მესის არგენტინის არ ეშინიათ - ჩვენი ნახევარმცველებისთვის ბურთის მიცემა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ბანკში ფულის შენახვა #1TVSPORT
იურანოვიჩის თქმით, ხორვატებს მესის არგენტინის არ ეშინიათ - ჩვენი ნახევარმცველებისთვის ბურთის მიცემა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ბანკში ფულის შენახვა #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, იოსიპ იურანოვიჩმა გაამხილა, თუ როგორ გეგმავს მისი გუნდი არგენტინის ლიდერის, ლიონელ მესის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშს.

„ჩვენ არ გვაქვს ინდივიდუალური გეგმა ან იდეა, თუ როგორ შევაჩეროთ მესი, ჩვენ არ გავაკეთებთ კონცენტრირებას ერთ ფეხბურთელზე. არ მგონია, ერთი ადამიანისთვის სპეციალური გეგმა საჭირო იყოს, არგენტინაში ბევრი კარგი ფეხბურთელია და ძნელია მხოლოდ ერთზე ფოკუსირება. სიმართლე გითხრათ, არავისი არ გვეშინია და საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, ხვალ მწვრთნელებთან ერთად მეტოქის თამაშს გავაანალიზებთ და გადავწყვეტთ, როგორ ვითამაშოთ.

ლუკა (მოდრიჩი), მარსელო (ბროზოვიჩი) და მატეო (კოვაჩიჩი) ხორვატიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველები არიან, არ ვიცი, კიდევ როდის გაიზრდებიან ამ დონის მოთამაშეები. მათთვის ბურთის მიცემა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ბანკში ფულის შენახვა, მათთან თამაში ადვილია, გამიმართლა, რომ ამ ფეხბურთელებთან ვთამაშობ.

ჩვენ გვინდა, გავახაროთ საკუთარი ხალხი, დავბრუნდეთ სახლში ამაყები და თავაწეულები. არგენტინელებსაც ეს სურთ. ხორვატია პატარა ქვეყანაა – დიდი გულით. ჩვენი საიდუმლო ისაა, რომ ნამდვილი ოჯახი ვართ და პირველიდან ბოლო წუთამდე ერთმანეთისთვის ვსუნთქავთ“, – ციტირებს AS-ი იურანოვიჩის სიტყვებს.