იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ ერთ მატჩში 77 დარტყმა შეასრულა #1TVSPORT
იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ ერთ მატჩში 77 დარტყმა შეასრულა #1TVSPORT

ინდონეზიაში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორებს (U17) შორის.

C ჯგუფში გაიმართა მეორე ტური, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებმა 9:0 დაამარცხა ახალი კალედონია. ამ შეხვედრაში ბრაზილიელებმა 77 დარტყმა შეასრულეს, აქედან 23 იყო ზუსტი.

გამარჯვებულთა რიგებში ჰეთთრიკი ჰქონდა კაუნ ელიასს „ფლუმინენსედან“.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ინგლისმა ახალ კალედონიას 10:0 მოუგო, ბრაზილიამ კი 2:3 წააგო ირანთან.

ახალი კალედონია საფრანგეთის ზღვისპირა ტერიტორიაა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში 270 ათასი მცხოვრებლით.