ლიუნგბერგი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ „არსენალის“ გულშემატკივრებს ღიმილი დავუბრუნო
ლიუნგბერგი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ „არსენალის“ გულშემატკივრებს ღიმილი დავუბრუნო

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ფრედი ლიუნგბერგი ამბობს, რომ „მეთოფეების“ გულშემატკივრებს ღიმილს დაუბრუნებს.

შვედი სპეციალისტი „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის დათხოვნის შემდეგ, გუნდს დროებით უხელმძღვანელებს.

„არა აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ვუხელმძღვანელებ არსენალს, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გულშემატკივრებს სახეზე ღიმილი დავუბრუნო. ჩვენ წინ დაძაბული პერიოდი გველოდება და გუნდს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. შევუდგეთ საქმეს!“, – წერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ფრედი ლიუნგბერგი.