იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი აია სოფიას კულტურულ სტატუსს გადახედავს
იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი აია სოფიას კულტურულ სტატუსს გადახედავს

იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი აია სოფიას კულტურულ სტატუსს გადახედავს. „როიტერის“ ინფორმაციით, იუნესკო-მ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გამოცხადების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.

იუნესკო-ს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აია სოფიას უნივერსალურ ღირებულებას, რომელიც ქვეყნების საზღვრებსა და თაობებზე მაღლა დგას. იუნესკო-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები ვალდებულნი არიან, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი ძეგლების სტატუსის ცვლილების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება იუნესკო-სთან შეათანხმონ, რათა გადაწყვეტილებას მსოფლიოს მემკვიდრეობის კომიტეტმა გადახედოს.

„სამწუხაროა, რომ თურქეთმა გადაწვეტილება დიალოგისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო“, – ნათქვამია იუნესკო-ს ოფიციალურ განცხადებაში.