იუნესკო-ს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

10:44, 12.12.2018
UNESCO'S new elected director-general France's Audrey Azoulay gestures as she speaks to the media at the UNESCO headquarters in Paris, France, Friday, Oct. 13, 2017. UNESCO's executive board has chosen France's Audrey Azoulay as the Paris-based U.N. agency's new chief, rejecting a candidate from Qatar who was seen as the front-runner a day earlier. (AP Photo/Michel Euler)

იუნესკო-ს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„ქალბატონო (არჩეულო) პრეზიდენტო, მსურს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით გულითადად მოგილოცოთ და დიდი წარმატებები გისურვოთ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და იუნესკო-ს შორის უკვე არსებული საუცხოო ურთიერთობები, თქვენი ძალისხმევით, კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი მხრივ, არ მოვაკლებ მცდელობას, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და კომუნიკაციის მეშვეობით, მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კულტურათშორისი დიალოგის განვითარებისათვის.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებაში და გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა“, – აღნიშნულია ოდრე აზულეს მილოცვაში.

მსგავსი