„იუნაიტედში“ პენალტს პოგბას მაგივრად რაშფორდი დაარტყამს
„იუნაიტედში“ პენალტს პოგბას მაგივრად რაშფორდი დაარტყამს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა კლუბში პენალტის დამრტყმელი შეცვალოს.

როგორც გამოცემა „სანი“ (The Sun) იტყობინება, ამიერიდან თერთმეტმეტრიანებს პოგბას ნაცვლად მარკუს რაშფორდი შეასრულებს. ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში ფრანგმა „ვულვზთან“ შეხვედრაში 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, პოგბას ოთხი პენალტი აქვს გაფუჭებული.

დატოვე კომენტარი