იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებში ორი დებიუტანტი გამოიძახა #1TVSPORT
იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებში ორი დებიუტანტი გამოიძახა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ნოემბრის ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. გუნდში ორი დებიუტანტია – „ლაიპციგის“ მეკარე იანის ბლასვიხი და „ვერდერის“ ფორვარდი მარვინ დუკში.

მეკარეები – მარკ-ანდრე შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), იანის ბლასვიხი (ლაიპციგი);

მცველები – ბენჯამინ ჰენრიხსი (ლაიპციგი), მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიულე (ორივე – დორტმუნდი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი, ესპანეთი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი), მალიკ ტიავი (მილანი, იტალია);

ნახევარმცველები – რობერტ ანდრიხი, ფლორიან ვირტცი, იონას ჰოფმანი (ყველა – ლევერკუზენი), იულიან ბრანდტი, ფელიქს ნმეჩა (ორივე – დორტმუნდი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), იოზუა კიმიხი, ლეროი სანე, ლეონ გორეტცკა, თომას მიულერი, სერჟ გნაბრი (ყველა – ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა, ესპანეთი), კაი ჰავერტცი (არსენალი, ინგლისი), პასკალ გროსი (ბრაიტონი, ინგლისი);

ფორვარდები – ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი), მარვინ დუკში (ვერდერი).

გერმანიის ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 18 ნოემბერს ბერლინში – თურქეთთან და 21 ნოემბერს ვენაში – ავსტრიასთან.