იულიან ნაგელსმანი „ლაიპციგში“ რჩება
იულიან ნაგელსმანი „ლაიპციგში“ რჩება

„ლაიპციგის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ მინცლაფმა განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გუნდში დარჩება.

ფუნქციონერი დარწმუნებულია, რომ გერმანელი სპეციალისტი გააგრძელებს მუშაობას „ლაიპციგში“.

„შემიძლია ზუსტად შეგატყობინოთ, რომ იულიანი ჩვენი მწვრთნელი იქნება მომავალ სეზონში.

ის თავს კარგად გრძნობს. ნაგელსმანმა ბრწყინვალე გუნდი შექმნა. არ არის საჭირო ჩემოდნების ჩალაგება. ჩვენ ამის გამო შიშის გრძნობა არ გვაქვს“, – განაცხადა „ბილდთან“ კომენტარში მინცლაფმა.