იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში ტონი კროოსის დაბრუნებაზე ლაპარაკობს #1TVSPORT
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში ტონი კროოსის დაბრუნებაზე ლაპარაკობს #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი არ გამორიცხავს ეროვნულ გუნდში ტონი კროოსის დაბრუნებას. „რეალის“ ნახევარმცველმა საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ ევრო 2020-ის შემდეგ გამოაცხადა.

„გონებაში გერმანული პასპორტის მქონე ყველა ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. ტონი უდიადეს პიროვნებად მიმაჩნია, ის ძალიან გონიერია. გულახდილად ამბობს თავის აზრს ფეხბურთში სხვადასხვა საკითხზე. საინტერესოდ მიმაჩნია მასთან აზრების გაცვლა.

განვიხილეთ თუ არა ეს საკითხი? კონკრეტულად არა. ნაკრებზე საერთოდ არ გვილაპარაკია.

თუ ის საუკეთესოდ წარმოაჩენს საკუთარ თავს, შესაძლოა, მას ისევ დავურეკო.

იქნება თუ არა ის მარტში ნაკრებთან ერთად? არ ვიცი. ეს დამოკიდებულია შედეგებზე, თავად მასზე და კიდევ ბევრ რამეზე“, – მოჰყავს ნაგელსმანის სიტყვები გაზეთ Bild-ს.