იულიან ნაგელსმანი - „ატლეტიკოზე“ მეტი შევქმენით
იულიან ნაგელსმანი - „ატლეტიკოზე“ მეტი შევქმენით

„ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა დამახურებული უწოდა თავისი გუნდის გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ (2:1).

„პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ გვქონდა, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით. „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მატჩის ბოლო მესამედში ბევრი შანსი არ ჩნდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. საერთო ჯამში, ჩვენ უფრო მეტი შევქმენით.

ნორალურია, როცა მომდევნო ეტაპზე გადიხარ, უფრო მეტი გინდა. დღეს ბედნიერები ვართ და შეიძლება სასტუმროში ლუდიც მივირთვათ, ხვალიდან კი კონცენტრაცია პსჟ-ზე იქნება. კიდევ ერთი რთული თამაში გველოდება, მაგრამ გეგმა გვექნება“, – თქვა გერმანელმა მწვრთნელმა.