იულიან დრაქსლერი - უნდა ვაღიარო, კატარის კლუბში გადასვლისას ფული მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო #1TVSPORT
იულიან დრაქსლერი - უნდა ვაღიარო, კატარის კლუბში გადასვლისას ფული მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო #1TVSPORT

გერმანელი ფეხბურთელი იულიან დრაქსლერი 18 სექტემბერს კატარის კლუბის, „ალ-აჰლის“ წევრი გახდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში დრაქსლერმა აღიარა, რომ კატარში წასვლის გადაწყვეტილება მაღალი ხელფასის გამო მიიღო.

„ევროპაში 12 წელი ვითამაშე. შემეძლო, მეთქვა, რომ ახალი კულტურის გაცნობა, საერთაშორისო გამოცდილების მიღება და საინტერესო პროექტში ჩემი თავის ხილვა მსურდა, ხოლო ფულზე ყურადღება არ გამემახვილებინა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერიც მსურდა, თუმცა, უნდა ვაღიარო, ჩემს ნაბიჯში გადამწყვეტი როლი სწორედ ფულმა ითამაშა. ფინანსური მდგრადობა მომცემს შესაძლებლობას, განვახორციელო ჩემი მიზნები.

არაბულ ფეხბურთში დიდი ფინანსური ინვესტიცია გაჩნდა, აქ ეს სფერო სწრაფად ვითარდება და არ არის გამორიცხული, მალე ევროპულ ფეხბურთსაც გაუწიოს კონკურენცია“, – განაცხადა დრაქსლერმა.

კატარის ჩემპიონატში ცოტა ხნის წინ ასევე გადავიდნენ მარკო ვერატი და ფილიპე კოუტინიო. რაც შეეხება იულიან დრაქსლერს, 30 წლის გერმანელი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.