იულიან ბრანდტის შეძენა „არსენალს“ სურს
იულიან ბრანდტის შეძენა „არსენალს“ სურს

„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა იულიან ბრანდტმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

ფეხბურთელით დაინტერესებულია ლონდონის „არსენალი“, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს ტრანსფერის განხორციელებას.

„არსენალი“ თავდაპირველად დომინიკ სობოსლაიზე აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ მან, საბოლოოდ, „ლაიპციგი“ აირჩია.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბრანდტმა 13 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

დატოვე კომენტარი