იტალიურმა კლუბმა დელ პიეროს, გატუზოსა და ჯორკაეფის ვაჟები გაიფორმა #1TVSPORT
იტალიურმა კლუბმა დელ პიეროს, გატუზოსა და ჯორკაეფის ვაჟები გაიფორმა #1TVSPORT

იტალიის სერია D-ს კლუბმა „სანრემეზემ“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ ტობიას დელ პიეროსთან – ლეგენდარული იტალიელი ფორვარდის ალესანდრო დელ პიეროს ვაჟთან.

17 წლის ტობიასი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და შეუერთდება ახალ გუნდს „ემპოლიდან“ წასვლის შემდეგ.

უფრო ადრე „სანრემეზეს“ შემადგენლობა შეავსეს მსოფლიოს კიდევ ორი ჩემპიონის – ჯენარო გატუზოსა და იური ჯორკაეფის ვაჟებმა: 20 წლის მეკარემ ფრანჩესკო გატუზომ და 28 წლის ნახევარმცველმა ოან ჯორკაეფმა.