იტალიური სპორტული გამოცემა „ლაციოს" ურჩევს - დააკვირდით ჩაკვეტაძეს
იტალიური სპორტული გამოცემა „ლაციოს" ურჩევს - დააკვირდით ჩაკვეტაძეს

იტალიური სპორტული გამოცემა (Corriere dello Sport) რომის „ლაციოს” ხელმძღვანელებს ურჩევს, რომ ზაფხულის სატრანსფერო საკითხების მოგვარებამდე გიორგი ჩაკვეტაძის აყვანაზე დაფიქრდნენ.

იტალიურმა გაზეთმა „ლაციოს” საზაფხულო წერილი მიუძღვნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის” შემტევი ნახევარმცველი ამ კონტექსტში ახსენა.

ბადელისა და მილინკოვიჩ-სავიჩის წასვლის შემდეგ, რომაელთა ძირითადი სატრანსფერო მიზანი არის ნიჭიერი ნახევარმცველების დამატება. მათი გამგზავრების შემდეგ „ლაციოს” სპორტულმა დირექტორმა, იგლე ტარემ ახალი ტალანტების მოძიება გადაწყვიტა. ასეთებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, 1999 წელს დაბადებული ბელგიური „გენტის” ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა – ქართველი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც თბილისის „დინამოში” გაიზარდა. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე შვიდი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა, ხოლო ბელგიურ ლიგაში გამართულ 23 მატჩში მის ანგარიშზე ხუთი გოლია“, – წერს გაზეთი.

იტალიური გამოცემის ცნობით, ქართველი ტალანტის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა და სათამაშო სტილით ბრაზილიელ ვარსკვლავ კაკას ჰგავს.