იტალიური პრესა - სერია A ვადაზე ადრე დასრულდება
იტალიური პრესა - სერია A ვადაზე ადრე დასრულდება

სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო, ვადაზე ადრე დასრულდება.

ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა ჟურნალისტმა ემილიანო კარჩიამ „გაძეტა დელო სპორტზე“ დაყრდნობით. ასევე აღნიშნავენ, რომ ჩემპიონი არ იქნება გამოვლენილი.

ამ ამბავს წინ უძღოდა იტალიის სპორტის მინისტრ ვინჩენცო სპადაფორას განცხადება, რომელმაც სკეპტიკურად შეაფასა საფეხბურთო სეზონის მაისში განახლების შესაძლებლობა.

26 ტურის შემდეგ, სერია A-ს ცხრილს 63 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს.