იტალიური პრესა - სერია A 2 მაისს განახლდება
იტალიური პრესა - სერია A 2 მაისს განახლდება

იტალიის ჩემპიონატი, შესაძლოა მაისის დასაწყისში განახლდეს, – წერს გაზეთი La Repubblica.

გამოცემის ინფორმაციით, სერია A შაბათს, 2 მაისს დაბრუნდება მატჩებით. ჩემპიონატის განახლების შემდეგ, თამაშების ჩატარება მაყურებლების გარეშე იგეგმება. სეზონი, სავარაუდოდ, 30 ივნისს დასრულდება.

კორონავირუსის შემდგომი გავრცელების შემთხვევაში, იტალიაში მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტიც არსებობს. ეს არის ჩემპიონატის შეწყვეტა, რომლის დროსაც საჩემპიონო ტიტული არც ერთ გუნდს არ ერგება, ევროთასების საგზურები კი გათამაშების ცხრილში დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით დარიგდება.