იტალიური პრესა - საქართველოსთან ტესტი ყველაზე მნიშვნელოვანია
იტალიური პრესა - საქართველოსთან ტესტი ყველაზე მნიშვნელოვანია

პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ, corriere.it-მა საქართველოსა და იტალიას შორის 10 ნოემბერს გასამართ ტესტ მატჩს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი დომენიკო კალკანო წერს, რომ იტალიელთათვის ნოემბრის ოთხ ტესტ მატჩს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი „ბორჯღალოსნებთან“ დაპირისპირებაა.

„პარადოქსულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იტალიას საქართველოსთან ექნება. ჩვენი ოპონენტები მარსიდან არ არიან, მაგრამ მათ აქვთ იმის ამბიცია, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს იმსახურებენ. უკვე წლებია ისინი აცხადებენ და ჩივიან, რომ მათი ადგილი ექვს ერშია (რა თქმა უნდა, იტალიის ხარჯზე). რუმინელები 2015 წლამდე იგივეს ცდილობდნენ, მაგრამ მსოფლიო თასზე მათი ამბიციები ჩაიფუშა. შაბათს, ეროვნული ნაკრების მიზანი ამავე შედეგის გამეორებაა. მთავარია იტალიამ კარგად ითამაშოს და საქართველო ხუთი-ექვსი წლით გააჩუმოს.“ – წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა ნოემბრის პირველი ტესტი უკვე ითამაშეს. „ლურჯები“ ჩიკაგოში ირლანდიას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა დიდი ანგარიშით, 54-7 დათმეს.