იტალიური პრესა - მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერ იუნაიტედში“ პოგბას შეცვლის
იტალიური პრესა - მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერ იუნაიტედში“ პოგბას შეცვლის

რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ახლოს არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან, – ამტკიცებს გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport).

ინგლისური კლუბი 24 წლის სერბში გადაიხდის 75 მილიონ ევროს, რასაც დაემატება 15 მილიონი ბონუსების სახით. ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება წელიწადში ექვს მილიონ ევრომდე, კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდება.

„იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი მილინკოვიჩ-სავიჩში ხედავს ფრანგ პოლ პოგბას შემცვლელს, რომელიც უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალში“ გადავა.

გასულ სეზონზე მილიონკოვიჩ-სავიჩმა ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა 31 მატჩში.

სერბის გარდა, სულ მალე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოაცხადებს „ლესტერიდან“ ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაირის ტრანსფერის შესახებ.