იტალიური პრესა - კრისტიანო რონალდომ „იუვენტუსში“ დისციპლინა გაანადგურა #1TVSPORT
იტალიური პრესა - კრისტიანო რონალდომ „იუვენტუსში“ დისციპლინა გაანადგურა #1TVSPORT

პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ „იუვენტუსში“ სამი წელი თამაშისას დაამსხვრია ტურინულ გუნდში არსებული წესები, რომელიც სამართლიანობის, ერთობისა და თმენის პრინციპებს ეფუძნებოდა.

გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს, რომ მისი მოქმედება გადახდელში და მინდორზე არ იყო კარგად შეფასებული მისი ყოფილი თანაგუნდელების მიერ. ტურინელი ფეხბურთელები გრძნობდნენ, რომ კანონი ყველასთვის ერთი არ იყო, რაც დაეტყო გუნდს მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთ.

ზოგიერთი ფეხბურთელის უკმაყოფილება უკავშირდება იმას, რომ კრიშტიანო თითქმის არ ბრუნდებოდა უკან, რათა გუნდს დაცვაში დახმარებოდა. პორტუგალიელმა ვერაფრით მოახერხა გუნდურ სულთან და შემართებასთან ადაპტირება. ამასთან, რონალდოს ხელფასი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე „იუვენტუსის“ სხვა ფეხბურთელების.