იტალიური პრესა - იურგენ კლოპი „რომას“ ახალი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
იტალიური პრესა - იურგენ კლოპი „რომას“ ახალი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

ცნობილი გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი, შესაძლოა, „რომას“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

როგორც იტალიური გაზეთი La Stampa წერს, „ლივერპულის“ ყოფილმა დამრიგებელმა უკვე განაცხადა თანხმობა, სათავეში ჩაუდგეს იტალიურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ.

„რომას“ ამჟამინდელი მწვრთნელია 73 წლის კლაუდიო რანიერი, მაგრამ ის სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას.

იურგენ კლოპი 2024 წლის მაისში „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ სათავეში უდგას კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო მიმართულებას.