იტალიური პრესა - ალეგრი ინგლისის ტოპ-კლუბს შეუთანხმდა
იტალიური პრესა - ალეგრი ინგლისის ტოპ-კლუბს შეუთანხმდა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამ სეზონში არ აპირებს სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნებას.

გამოცემა „კორიერე დელა სერას“ ინფორმაციით, 52 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისის ჩემპიონატის ტოპ-კლუბთან, რომლის სახელწოდებასაც არ ასახელებენ. მაგრამ, როგორც წყარო ამტკიცებს, ალეგრით დაინტერესებულები არიან „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

იტყობინებიან, რომ კონტრაქტი ძალაში შევა 2020 წლის ზაფხულში, მანამდე კი ის გააგრძელებს ხელფასის მიღებას „იუვენტუსისგან“. შეგახსენებთ, რომ ალეგრიმ ტურინული კლუბი 2018-19 წლების სეზონის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ აღარ უმუშავია.