იტალიური პორტალი - ლოჩოშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „კრემონეზეში“ ჩაირიცხება #1TVSPORT
იტალიური პორტალი - ლოჩოშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „კრემონეზეში“ ჩაირიცხება #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი სამედიცონო შემოწმებას გაივლის და „კრემონეზეში“ უახლოეს საათებში ჩაირიცხება – ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი alfredopedulla ავრცელებს.

„ბოლო დღეებში „კრემონეზე“ გააქტიურდა და მზად არის, „ვოლფსბერგერის“ ლუკა ლოჩოშვილთან კონტრაქტი გააფორმოს. ქართველი მცველი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს რამდენიმე საათში გაივლის და შემდეგ ხელშეკრულებას გააფორმებს ლომბარდულ კლუბთან, რომელიც სერია ა-ში ახლახან დაწინაურდა“, – ამტკიცებს ინტერნეტ-პორტალი.

„მან სოციალურ ქსელში გასული წლის 30 ნოემბერს, ტრიესტში გადაღებული ფოტო დადო, იტალიის დროშაზე კი ემოციები ლურჯი გულით აღნიშნა. რაღაც ბედის შემოტრიალებაა, რომ „კრემონეზამდე“ მოსასვლელად წელიწადზე ნაკლები დასჭირდა“, – წერს alfredopedulla.

1998 წელს დაბადებული ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიაში გაიზარდა. შემდეგ იყო კიევის „დინამო“, სლოვაკეთის „ჟილინა“ – 2020 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა „დინამოში“, მაგრამ მალევე ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გადავიდა, სადაც ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კიდევ ერთი წლით 2022 წლის 29 მარტში გაახანგრძლივა.

ბოლო სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 29 მატჩი ჩაატარა. მწვრთნელი მას ყოველთვის ცენტრალური მცველად ათამაშებდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მარცხენა მცველობაც შეუძლია. იყო 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი 2021 წლის 5 სექტემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა.