იტალიური მედიის მტკიცებით, გამოძიება „ნაპოლითაც“ დაინტერესდა - პროკურორი ოსიმენის ტრანსფერის დოკუმენტებს ითხოვს #1TVSPORT
იტალიური მედიის მტკიცებით, გამოძიება „ნაპოლითაც“ დაინტერესდა - პროკურორი ოსიმენის ტრანსფერის დოკუმენტებს ითხოვს #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემამ, La Repubblica-მ „ნაპოლიში“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების თაობაზე წერილი გამოაქვეყნა და შეეცადა, პასუხი გაეცა მთავარი კითხვისთვის – ემუქრება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ რაიმე სახის სანქციები.

რამდენიმე დღის წინ ფინანსური მაქინაციების გამო „იუვენტუსს“ სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს. მალე, შესაძლოა, ფედერალური პროკურატურის სამიზნე სხვა იტალიური კლუბებიც გახდნენ, მათ შორის „ნაპოლიც“. პროკურორმა ჯუზეპე სინეზემ ვიქტორ ოსიმენის „ლილიდან“ „ნაპოლიში“ ტრანსფერის დოკუმენტები მოითხოვა, ვინადან არსებობს ეჭვი, რომ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მხრიდან გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებს ჰქონდა ადგილი.

„პროკურატურა გამოძიების პროცესში „იუვენტუსის“ მენეჯერების საუბრებს ისმენდა, მტკიცებულებები სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით შეგროვდა, ამის გარეშე კლუბის დაჯარიმება თითქმის შეუძლებელი იყო. ამავე მოტივით, მალე დოკუმენტებს „ნაპოლისაც“ მოსთხოვენ, გამოძიებას ნეაპოლის პროკურატურა აწარმოებს“, – ამტკიცებს La Repubblica.