იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ახალ თავდამსხმელს ეძებს #1TVSPORT
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ახალ თავდამსხმელს ეძებს #1TVSPORT

„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის წასვლისთვის ემზადება და მის შემცვლელს ეძებს. იტალიური კლუბი ერთ-ერთ კანდიდატად „ჟირონას“ უკრაინელ თავდამსხმელს, არტიომ დობვიკს განიხილავს, – ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

ნიგერიელი ფეხბურთელის წასვლასთან დაკავშირებით მედია, დიდი ხანია, აქტიურად წერს. თავად ფეხბურთელის სურვილიცაა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს, მისით ასევე ინტერესდება პსჟ.

წყაროს ცნობით, „ნაპოლის“ რომელუ ლუკაკუს თვისებების მქონე ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სურს, დობვიკი კი მათ სქემას ერგება.

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.