იტალიური მედია - საზონოვი სრულად გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, „ინტერთან“ ძირითადში ითამაშებს #1TVSPORT
იტალიური მედია - საზონოვი სრულად გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, „ინტერთან“ ძირითადში ითამაშებს #1TVSPORT

„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი გამოჯანმრთელდა და სასტარტო შემადგენლობაში თამაშის კანდიდატია. საქართველოს ნაკრების მცველს „ინტერთან“ მატჩში საკუთარი თავის გამოცდა სურს, – ინფორმაციას ვებგვერდი Toronews ავრცელებს.

„საბა საზონოვი უკვე ჩვეული დატვირთვით ვარჯიშობს და „ინტერის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის კანდიდატია. ტრავმა, რომელმაც აიძულა იგი ადრე დაეტოვებინა მოედანი „ვერონასთან“ მატჩში, უკვე მოირჩინა და ცენტრალური მცველი მზად არის, ნერაძურებთან მატჩი ჩაატაროს.

საზონოვი იძულებული იყო, ტრავმის გამო „იუვენტუსთან“ ტურინული დერბი გამოეტოვებინა, მაგრამ ქართველმა ისარგებლა სანაკრებო შესვენებით, სრულად და სწრაფad გამოჯანმრთელების შემდეგ, გუნდის განკარგულებაში დაბრუნდა,

ახლა მთელი ყურადღება ალესანდრო ბონჯორნოსკენაა მიპყრობილი, რადგან საზონოვი მისი ალტერნატივაა. ცხადია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის მდგომარეობაზე. 24 წლის მცველიც მომჯობინდა და შესაძლოა, „ინტერთან“ მატჩამდე გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ჯერ უცნობია, ამას პირველივე წუთებიდან მოახერხებს თუ არა.

თუ „ტოროინოს“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ფორმაში არ იქნება, მაშინ მის ადგილს საბა საზონოვი დაიკავებს. „ლაციოსთან“ გასვლით მატჩში წარუმატებლობის მიუხედავად, ქართველმა მცველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდში ადგილის დამკვიდრება სურს“, – ამტკიცებს Toronews.