იტალიური მედია – „ნაპოლი“ ანტონიო კონტეს ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებს #1TVSPORT

16:39, 04.04.2024
LONDON, ENGLAND - MARCH 08: Antonio Conte, manager of Tottenham Hotspur, looks on during the UEFA Champions League round of 16 leg two match between Tottenham Hotspur and AC Milan at Tottenham Hotspur Stadium on March 08, 2023 in London, England. (Photo by James Gill - Danehouse/Getty Images)

იტალიური გამოცემის, Calcionapoli24-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავს.

დე ლაურენტისს კლუბში კონტეს მიწვევა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა მიმდინარე სეზონის მსვლელობისას კლუბმა რუდი გარსია გაათავისუფლა, თუმცა იტალიელმა მწვრთნელმა წინადადებაზე უარი თქვა.

54 წლის ანტონიო კონტე ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემში“ მუშაობდა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შემდეგ მან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2023 წლის გაზაფხულზე დატოვა.

როგორც ჟურნალისტი ემანუელე კამაროტო წერს, „ნაპოლი“ კონტეს ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და ის ანაზღაურების სახით რვა მილიონ ევროს მიიღებს. ამ მომენტისთვის თავად იტალიელი სპეციალისტის აზრი იტალიის მოქმედი ჩემპიონის გაწვრთნასთან დაკავშირებით უცნობია.

მსგავსი