იტალიური მედია – კვერნაძის ტრანსფერში „ფროზინონე“ 25 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
ინტერნეტპორტალი Infofatti, რომელიც იტალიური საფეხბურთო კლუბების სიახლეებს აშუქებს, ამტკიცებს, რომ გიორგი კვერნაძის ტრანსფერში „ფროზინონე“ სოლიდურ თანხას ითხოვს – კლუბი მზად არის, იანვარში ფეხბურთელი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „რომა“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დასამატებლად გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს, რათა კვერნაძის ტრანსფერი უკვე იანვარში განახორციელოს.