იტალიური მედია გიორგი კვერნაძის შესახებ - მან თამაშის მსვლელობა შეცვალა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ იტალიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ჩაატარა – 21 წლის ქართველი თავდამსხმელის გოლით და საგოლე გადაცემით „ფროსინონემ“ სერია B-ში „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა.
გიორგიმ 64-ე წუთზე ანგარიში დრიბლინგის შედეგად გახსნა და გუნდი წინ გაიყვანა. ხოლო მატჩის მიწურულს მისი გადაცემით საბოლოო ანგარიში ამბროსინომ დააფიქსირა. იტალიურ მედიაში ქართველის კარგი თამაში დაააფსეს.
Frosinonetoday – კვერნაძემ თავი გამოავლინა
კვერნაძე, 8 ქულა – მატჩში ორი საკვანძო ეპიზოდი იყო: შესვენებამდე სტუმართა მოთამაშის გაძევება და მოედანზე კვერნაძის შემოსვლა, რომელიც გადამწყვეტი გოლითა და ამბროსინოს პასით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
Tuttomercato
კვერნაძე 7.5 – მოედანზე შევიდა და თამაშის მსვლელობა შეცვალა. „სალერნიტანას“ დაცვა გაიარა და 40-მეტრიანი დრიბლინგი გოლით დაასრულა, შემდეგ კი სუპერგოლი გაატანინა ამბროზინოს.
Tunews24
„ფროზინონემ“ უშალო კონკურენტ „სალერნიტანასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ეს კვერნაძისა და ამბროსინოს გოლების წყალობით მოახერხა და „სალერნიტანა“ ნოკაუტში ჩააგდო.