იტალიური მედია - ფენომენალურ ლეაოსა და კვარაცხელიას „მილანი“ და „ნაპოლი“ ჩემპიონობისკენ მიჰყავთ #1TVSPORT
იტალიური მედია - ფენომენალურ ლეაოსა და კვარაცხელიას „მილანი“ და „ნაპოლი“ ჩემპიონობისკენ მიჰყავთ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გადამწყვეტი როლი ითამაშა სერია „ა“-ს მე-5 ტურში „ლაციოსთან“ გასვლით მატჩში მოგებაში (1:2). 61-ე წუთზე გატანილი გოლით ქართველმა თავდამსხმელმა ნეაპოლელებს 3 ქულა მოუტანა, თავად კი იტალიაში მორიგ აღიარებას მიაღწია.

ქვემოთ გაეცნობით წამყვან იტალიურ გამოცემებში გამოქვეყნებული წერილების სათაურებს, როგორ აფასებენ იტალიელები საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელის თამაშს.

ტუტოსპორტი

„კიმმა და კვარაცხელიამ დაამარცხეს „ლაციო“, „ნაპოლი“ გალიდერდა“

ქოტიდიანო

„ნაპოლი მაინც კვარაცხელიას შოუა“

ფუტბოლ იტალია

„კვარაცხელიამ დაასრულა ქამბექი“

გაძეტა დელო სპორტი

„სუპერ კვარა ლიდერობას აბრუნებს“

ნაპოლის ოფიციალური გვერდი – „K2 ოლიმპიკოს ცაში“

(აქ ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ნეაპოლური გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი კიმმა და კვარაცხელიამ შეასრულეს და მათი ინიციალებით მიიღეს K2 კომბინაცია).

„ნაპოლი აფრინდა „ლაციოს“ ფრთებზე მაღლა და „სტადიო ოლიმპიკოს“ სახურავიდან K2-ით გადახედა. კ – პირველი კიმია, მეორე კ – კვარაცხელია, რომელმაც თავისი ვარსკვლავი მარადიულ ქალაქში აანთო. „ნაპოლიმ“ საოცარი, სანახაობრივი და დამაჯერებლი ქამბექით „ლაციო“ დაამარცხა. ჰორიზონტზე ამოვიდა კომეტა კვარა, რომელმაც იტალიის დედაქალაქი ლურჯად შეღება. „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა და „ოლიმპიკოს“ ცაზე K2 გამოჩნდა“.

კორიერე დელო სპორტი

„გაზეთმა 4 სექტემბრის პირველი გვერდზე „მილანისა“ და „ნაპოლის“ მოთამაშეების, ლეაოსა და კვარაცხელიასადმი მიძღვნილი წერილები გამოაქვეყნა – სერია A-ს ორი ლიდერის, „მილანისა“ და „ნაპოლის“ წამყვანი მოთამაშეების სურათები წარწერით – „ორი ეშმაკი“ – ფენომენალური ლეაო და კვარა. მათ „მილანი“ და „ნაპოლი“ ჩემპიონობისკენ მიჰყავთ“.