იტალიური მედია - ერიქსენი, შესაძლოა, „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს
იტალიური მედია - ერიქსენი, შესაძლოა, „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს

იტალიური მედიის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დელე ალი პოჩეტინოს გუნდს შეუერთდება და პარიზში გადაბარგდება, ერიქსენი, შესაძლოა, „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ დანიელი ფეხბურთელი ერთი წლის წინ შეუერთდა მილანის „ინტერს“. ერიქსენმა, ამ დროის განმავლობაში, კონტეს გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ბოლო დროს იტალიელი სპეციალისტი მას მცირე სათამაშო დროს აძლევდა, რის გამოც ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენის ძველ გუნდში დაბრუნდება დამოკიდებულია დელე ალის გუნდიდან წასვლაზე. „პარი სენ-ჟერმენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აქტიურად ცდილობს მისი ყოფილი ფეხბურთელის გადაბირებას და 24 წლის ინგლისელსაც სურს ლონდონური კლუბის დატოვება. შესაბამისად, წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ეს ტრანსფერი შედგა, ერიქსენიც, დიდი ალბათობით, ძველ გუნდს დაუბრუნდება.