იტალიური მედია - ანტონიო კონტეს „ნაპოლიში“ ლუკ შოუს გადაბირება სურს #1TVSPORT
იტალიური მედია - ანტონიო კონტეს „ნაპოლიში“ ლუკ შოუს გადაბირება სურს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გუნდის დაცვის გაძლიერებას „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველის, ლუკ შოუს გადაბირებით გეგმავს, – ინფორმაციას Napoli Calcio Live ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას ტრავმა ხშირად აქვს და მიმდინარე სეზონში დიდ სათამაშო დროს ვერ იღებს.

„საუთჰემპტონის“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მანჩესტერულ გრანდს 2014 წელს შეუერთდა და გუნდთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო.

ლუკ შოუს მონაწილეობა აქვს მიღებული ევრო 2020-ისა და ევრო 2024-ის ფინალებში. 2021 წლის ივლისში, „უემბლიზე“ გამართულ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში მან იტალიის ნაკრების კარში გოლიც გაიტანა.