იტალიური კლუბი „კომო“ მარკუს რაშფორდის დამატებისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
იტალიური კლუბი „კომო“ მარკუს რაშფორდის დამატებისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს ბინადარი „კომო“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინგლისელი თავდამსხმელის, მარკუს რაშფორდის იჯარის წესით დამატებისთვის იბრძოლებს, – ინფორმაციას „სკაი იტალია“ ავრცელებს.

უკანასკნელ პერიოდში ინგლისის ნაკრების მოთამაშე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის გეგმებში აღარ შედის და ხშირად განაცხადშიც ვერ ხვდება.

ისიც ცნობილია, რომ მარკუს რაშფორდის აგენტი „მილანის“ ხელმძღვანელებს შეხვდა და ფეხბურთელი ყველაზე ახლოს იტალიური ფეხბურთის გრანდში გადასვლასთანაა ახლოს.

რაც შეეხება „კომოს“, ამ გუნდის მწვრთნელი სესკ ფაბრეგასია, რომლის პირადი სურვილიცაა, 27 წლის ფეხბურთელიც თავის შემადგენლობაში იხილოს.