იტალიური კლუბები სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველებით დაინტერესდნენ - ჯიქიას „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ იწვევენ #1TVSPORT
იტალიური კლუბები სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველებით დაინტერესდნენ - ჯიქიას „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ იწვევენ #1TVSPORT

„მატჩ ტვ“-სთან (MatchTV) ინტერვიუში უკრაინელმა საფეხბურთო მენეჯერმა ალექსი ველიკიხმა არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე, არამედ რუსეთის პასპორტის მქონე ორი ქართველის მომავალზეც ილაპარაკა.

„კალიარის“ ყოფილი სკაუტისა და იტალიურ ფეხბურთში კარგად ჩახედული პიროვნების თქმით, „სერია A-ს“ კლუბების სამიზნეში მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილია.

„რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი ინტერესი ვლაშიჩის (ცსკა-ს ხორვატი ნახევარმცველი) მიმართაა. ცსკა-ს ახალგაზრდებიც ძალიან კარგად გამოიყურებიან, ზოგი მათგანი – მარადიშვილი, დივეევი და კარპოვი რიგი კლუბების სატრანსფერო სიაში არიან,“ – განაცხადა ველიკიხმა.

მან მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტან გიორგი ჯიქიაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისით ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოდან „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ დაინტერესდნენ.

„რაც შეეხება ჯიქიას, მისადმი გარკვეული ინტერესი გასულ ზაფხულში ჰქონდათ – რამდენიმე კლუბმა მცველის კანდიდატურა მოინიშნა. ალბათ, ისინი საკითხს მომდევნო სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს დაუბრუნდებიან,“ – ამბობს უკრაინელი მენეჯერი.