იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენს „გალათასარაიში“ დარჩენა სურს #1TVSPORT
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენს „გალათასარაიში“ დარჩენა სურს #1TVSPORT

ვიქტორ ოსიმენს თურქულ „გალათასარაიში“ დარჩენა სურს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა „კორსპორტი“ ავრცელებს.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა გასული სეზონი თურქულ კლუბში „ნაპოლიდან“ იჯარის წესით გაატარა. მან „გალათასარაის“ რიგებში თურქეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

კლუბებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია, „გალათასარაი“ მზადაა, ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 50-60 მილიონი ევრო გადაიხადოს და მისი კონტრაქტი სრულად გამოისყიდოს.

ცოტა ხნის წინ ვიქტორ ოსიმენმა საუდის არაბეთის ლიგის კლუბის, „ალ ჰილალის“ წინადადება უარყო, რომელიც მზად იყო, 26 წლის ნიგერიელისთვის სეზონში ანაზღაურების სახით 40 მილიონი ევრო გადაეხადა.