იტალიური გამოცემა - „ვერონამ“ ლოჩოშვილის გადასაყვანად „ვოლფსბერგერს“ 1,6 მილიონი ევრო შესთავაზა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - „ვერონამ“ ლოჩოშვილის გადასაყვანად „ვოლფსბერგერს“ 1,6 მილიონი ევრო შესთავაზა #1TVSPORT

იტალიური „ვერონა“ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერზე აკეთებს აქცენტს – მის კლუბს, „ვოლფსბერგერს“ შესთავაზეს კონკრეტული თანხა. – საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველზე ინფორმაციას Sportitalia-ს ავრცელებს.

„ვერონა“ დაცვის გასაძლიერებლად მოთამაშეს იტალიის ფარგლებს გარეთ ეძებს. გაბრიელ ჩიოფის გუნდს ახალი ფეხბურთელი დაცვისთვის სჭირდება – ისეთი, რომელსაც შეუძლია საიმედო იყოს და გამოცდილებაც გააჩნია. „ვერონამ“, როგორც ჩანს, ასეთი საკმაოდ იაფად ავსტრიის ლიგაში იპოვა. ასეთი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილია“, – წერს იტალიური გამოცემა.

Sportitalia-ს მტკიცებით, იტალიურმა კლუბმა ავსტრიელებს კონკრეტული თანხა უკვე შესთავაზა.

ლოჩოშვილი 1998 წელს დაიბადა და უკვე ორჯერ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, ორი სეზონის გამოდის „ვოლფსბერგერში“, სადაც ლიგაში 52 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა, ის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო კონფერენს ლიგაზე 2020/21 წლების სეზონში, როდესაც „ვოლფსბერგერი“ ევროპის ლიგის მერვედფინალში გავიდა, შემდეგ კი „ტოტენჰემთან“ დამარცხდა. „ვერონამ“ 24 წლის ცენტრალური მცველის დასამატებლად ავსტრიულ კლუბს 1,6 მილიონი ევრო შესთავაზა და ახლა „ვოლფსბერგერის“ პასუხს ელის“.

ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. „ვოლფსბერგერში“ ქართველმა მცველმა ბუნდესლიგაში, ავსტრიის თასზე და ევროპულ სარბიელზე 71 მატჩი ჩაატარა. ლუკა ლოჩოშვილს ასევე „კრემონეზე“ აკვირდება.